მარიამ სუყაშვილი

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში, თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკიც 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს. იუნკერებს შორის იყო, 19 წლის მარო მაყაშვილიც

წითელჯვარში მოხალოსედ ჩაეწერა, მიუხედავად მშობლების( თამარ გაბაშვილი,კოტე მაყაშვილი) წინააღმდეგობისა, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ შეერთებოდა ოკიპანტის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ახალგაზრდებს.ბევრი მებრძოლი მხედარი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ, არის რაღაც მაყაშვილთა გვარშიც, როგორც ცნობილია, უკანაკსნელ წლებში ყველა ფრონტი იწყებოდა მაყაშვილის სიკვდილით, ამ შემთხვევაშიც ბედისწერამ თავისი ქნა. 23თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული 21იუნკერი, სამხედრო ტაძრის ეზოში გათხილ, საძმო საფლავში დაკრძალეს. (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე.

24 თებერვალს მთავრობამ მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება. 25-ში, დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ, იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი, ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა, ქართველმა საზოგადოებამ და ეს აისახა იმდროინდელ პრესაშიც, როდესაც მას ქართველი ჟანა დ’ არკი უწოდეს.

დღეს, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ის რაც 1921 წელმა მოიტანა, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საბჭოთა პოლიტიკა ჩანაცვლებული რუსული პოლიტიკით,ისევ დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს.საბჭოთა რეჟიმის დამყარების, 98 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

Leave a Reply