საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.

„ამას ორი საკვანძო მიზეზი ჰქონდა. პირველი – საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო წესდება. მეორე – გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს“, – აღნიშნა უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა.

Leave a Reply