პარტია “მემარცხენე ალიანსი” მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ მინისტრს, რათა უკრაინაში საქართველოს ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები, მათი გმირული და დაუღალავი საქმიანობის გამო წარადგინოთ შესაბამისი ჯილდოებისა და ორდენების კავალრებად.

ქართველი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ცეცხლმოკიდებულ უკრაინაში აგრძელებენ მუშაობას და ეხმარებიან ყველას ვისაც მათი გვერში დგომა სჭირდება.

უკრაინაში მომუშავე საქართველოს დიპლომატებო, ქალბატონებო და ბატონებო, მიიღეთ ქართველი ხალხისგან მხურვალე მადლობა.

ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი!

პატივისცემით, კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი

Leave a Reply