სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
🔷ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
🔷სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით.
🔷ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
🔷სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები.

Leave a Reply