„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. აღნიშნულის მიზეზი, სილაგავას განმარტებით ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს.

სილაგავას განცხადებას ზვიად ტომარაძე ეხმიანება და ამბობს:

-“ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.”

2015 წლიდან უშედეგოდ ვითხოვ სასურსათო უსაფრთხოების შექმნას. სოფლის მეურნეობის მავნებელმა მინისტრმა დავითაშვილმა 2020 წელს იმედის ეთერში განაცხადა, ხორბლის მოყვანა საქართველოში მითია და არარენტაბელურიაო, ამ განცხადების შემდეგ დააწინაურეს და ახლა ეკონომიკის მინისტრობასთან ერთად ვიცე-პრემიერობასაც ითავსებს…
აქვე შეგახსენებთ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ცინიკურ პასუხს ხორბლის მოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც გადაცემაში “თემა” ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირინე ფხოველიშვილმა გააჟღერა.

Leave a Reply