ნინი შამათავა

ტელეკომპანია ახალის გუნდმა აქცია „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით’’ უფრო მასშტაბური გახადა და შექმნა მოძრაობა ერთად, ნიმუში იმისა , თუ რა ძალა აქვს თანადგომას , ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას.

მოძრაობაში ერთვებიან რიგითი მოქალაქეები , ორგანიზაციები , სხვადასხვა სფეროს  წარმომადგენოლები , რომლებიც გვაძლევენ თავიანთი ხელით შექმნილ ნივთებსა , თუ ნამუშევრებს , რომელთაც ვყიდით. ნივთის შემქმნელისავე დაწესებული თანხის 80 % მას გადაეცემა, ხოლო 20%  ირიცხება მოძრაობის ანგარიშზე, რათა შევძლოთ კეთილი საქმის რგოლის   სხვა ადამიანებზე მორგებაც.

პირველი გაჩერება წნორშია, შშმ პირთა მშობელთა კავშირმა ულამაზესი სასანთლე უსახსოვრა მოძრაობას , ხელნაკეთი ნივთი გადაცემის გასვლიდან სულ რაღაც 1 საათში შეიძინა ქართველმა ემიგრანტმა

გიორგი ჭაბაშვილმა, პოზიტიურმა და  უკეთილშობილესმა ადამიანმა, საკუთარი ხელით დამზადებული 4 ნივთი გადმოგვცა , ემიგრაციაში მყოფმა მზია კანდელაკმა კი ოთხივე ნივთი შეიძინა , ჩვენ კუთვნილი თანხით დავეხმარეთ ბატონ გიორგის , რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნამდვილად ესაჭიროებოდა გვერდში დგომა.  დარჩენილი 20 %  შევმატეთ მოძრაობას.

ლუდა დუნდუამ გადმოგვცა ულამაზესი  ნახატი , რომელიც ემიგრანტმა, ნატა შალიკაშვილმა, შეიძინა .  ქალბატონი ლუდა კიდევ უამრავი ნახატის შექმნას დაგვპირდა , როგორც თავად ამბობს „ ეს ის დროა, როცა ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ ‘’

უნდა ითქვას რომ ჩვენი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი და მუდვმივი მხარდამჭერია მაკა ხეცურიანი, ქალი , რომელიც მანძილმა ვერ დააბრკოლა და ამერიკაში ყოფნის  მიუხედავად საქართველოში ქველმოქმედებას ეწეოდა.

მოძრაობა ერთად არ შემოიფარგლება  მხოლოდ გამოფენა- გაყიდვით

ჩვენ გულთან ახლოს მიგვაქვს  თქვენი, ნებისმიერი მოქალაქის პრობლემა, გავაშუქებთ და თქვენ სათქმელს შესაბამის სტრუქტურებამდე მიივიტანთ , რათა რაც შეიძლება მალე გამოგიწოდონ დახმარების ხელი .

შემოგვიერთდით  და გახდით უწყვეტი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი !

 

Leave a Reply