მარიამ მერაბიშვილი

აბიტურიენტებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება საყვარელ პროფესიასა და ოჯახს შორის. განათლების ,პროფესიისა და მომავლის დაკავშირება არა საოცნებო პროფესიასთან,არამედ უმაღლეს სასწავლებელში მათთვის საერთოდ გაუგებარ და უინტერესო სფეროსთან.

მეგი ერთ-ერთი იმათგანა ,რომელმაც საოცნებო პრიფესიას დაუკავშირა ცხივრება და პროფესიული სასწავლებლში სურს სწავლის გაგრძელება.

-მეგი, გაგვეცანი.

-მე ვარ მეგი მერაბიშვილი 18 წლის,ადიგენის რაიონი სოფ.უდიდან ამჟამად სუხიშვილების სამოყვარულო ჯგუფში ვცეკვავ და ვაპირებ ჩაბარებას ჩემს ოცნებად ქცეულ ,პედაგოგ-ქორეოგრაფთა პროფესიული განვითარების ინსტიტუტში.

-შენ ცეკვას დაუკავშირე მომავალი პროფესია,რა ასაკიდან დაიწყო შენი და ქორეოგრაფიის სიყვარული?

-ჩემი და ქართული ცეკვის სიყვარული დაიწყო 3წლის ასაკში ,რიდესაც დედამ მიმიყვანა ცეკვაზე და მალევე მივხვდი ,რომ ჩემი ნაწილია ხელოვნება . ამ ყველაფერში კი,უფრო დამარწმუნა ანსამბლ “ჩვენი შვილების” ქოროეგრაფმა სიმონ ძინძიბაძემ ,მან შესაძლებლობა მომცა რომ ბავშვებისთვის მესწავლებინა ცეკვა ,მაშინ მივხვდი რომ ცეკვის გარეშე არცერთი წამი არ შემიძლია .

-ოჯახის როლი როგორი იყო?რას ფიქრობდნენ შენს გადაწყვეტილებაზე ?

-პროფესიის არჩევაში რაღაც დოზით ოჯახიდან ვგრძნობდი წინააღმდეგობას ,თუმცა,მინდოდა დამემტკიცებინა და დამერწმუნებინა,რომ მე ცეკვის გარეშე არ ვიქნებოდი ბედნიერი. შემეძლო ჩამებარებინა უმაღლეს სასწავლებელში ,მესწავლა ის რაც არ მაინტერესებს და არ მაბედნიერებს ..

-რას ურჩევდით აბიტურიენტებს,რომლებიც წელს აბარებენ პროფესიულ სასწავლებლებში? განსაკუთრებით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც თავიანთი სურვილისა და გადაწყვეტილების გარეშე უწევთ მომავალი პროფესიის არჩევა და საერთოდ, რას ეტყოდით თქვენს თანატოლებს?

-იმიტომ ვცოცხლობთ რომ ვიყოთ ბედნიერები ,შესაბამისად ,რაც ბედნიერებას გვანიჭებს სწორედ ის უნდა ვაკეთოთ. აბიტურიენტები, რომლებიც არ აბარებენ უნივერსიტეტში,ვეტყოდი რომ ძლიერები არიან.მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და გჯეროდეს შენი თავიის, ყველას წარმატებებს ვუსურვებ

დიდი მადლობა,წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში.

მშობლების განცდა და თანაგრძნობა თავიანთი შვილების მომავალზე ,ზოგჯერ იმ დოზით არის ხოლმე რომ,ხშირად ავიწყდებათ ვისი ცხოვრებაა!!! და ის, რომ გადაწყვეტილებებს მომავლის შესახებ უშუალოდ ამ მომავლის მთავარი პერსონაჟი უნდა იღებდეს,ახალგაზრდებს აქვთ უფლება აირჩიონ თავიანთი საქმე,პროფესია,სამუშაო და დაწერონ თავიანთი ბედი,თუნდაც ათასი შეცდომითა და ცდებით,მთავარია შენი ცხოვრება შენ გეკუთვნოდეს,იყო დარწმუნებული საკუთარ თავში და სცადო თუნდაც ათასჯერ!

დროა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი – სირცხვილია ჩემს შვილს არ ჰქონდეს დიპლომი! დროა უპირატესობა მივანიჭოთ პრაქტიკას და პროფესიას!

Leave a Reply