ანა ბალამწარაშვილი

რა არის ევროპა და რატომ უნდა უნდოდეს ქართველს ევროპული გზა აირჩიოს!
1.ევროპა ადამიანის უფლებები და თავისუფლებაა,მართალია ეს უკანასკნელი შინაგანი ხმაა,მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ სოციუმსაც დიდი დატვირთვა ააქვს ამ შემთხვევაში.
2.სრულყოფილი და ადამიანზე მორგებული ჯანდაცვა,არა აქვს მნიშვნელობა შენი კანის ფერს და წარმომავლობას,წარმოიდგინეთ თქვენ რომ სახელმწიფო ხდება თითოეულ ადამიანზე პასუხისმგებელი,და არა ისე ყოველდღე კისერგამოგლეჯილი იბრძოდე ავადმყოფის პატრონი მის გადასარჩენად და ელოდებოდე მოწყალებას ხალხისგან,არა,ეს ერთმნიშვნელოვნად არის სახელმწიფოს მოვალეობა!!
3.განათლება,რომელიც უმაღლეს დონეზეა ღარიბისთვისაც და მდიდრისთვისაც,განსხვავებით იმათგან ვისაც დღეს თავიაანთი შვილები გახიზნული ყავთ განათლების მისაღებად სწორედ იმ “გარყვნილ ევროპა-ამერიკაში”,თქვენ შვილებს კი ახვედრებს პოლიტიკოსებს და ალანძღინებს,შემდეგ ჩამოვლენ და თქვენზე იუფროსებენ იმიტომ რომ სანამ მათი მშობლები თქვენ გახელებდნენ ქვეყნის “გადასარჩენად”. მათი შვილები თქვენგან განსხვავებით განათლებას ღებულობდნენ,სწორედ ეს პრიორიტეტი მოისპობა!
4.საარჩევნო სისტემა-თავისუფალ გარემოში,ბელგიის სამეფოში არჩევის დღიდან -მომდევნო არჩევნებამდე პოლიტიკოსი ,საჯარო თუ სახელმწიფო მოხელე ვალდებულია ემსახუროს ხალხს,სწორედ ეს არის მათი საარჩევნო კამპანია და არა ის რაც ხდება “წილხვედრში”,იყიდე -გაყიდე და მერე იბატონე!!!
ოლიგარქები ,მსახიობები,სპორტსმენები აკეთებენ მის საქმეს და ვერასოდეს გახდებიან პოლიტიკოსები,შეუძლიათ შეწირონ თანხა,იდეების მიხედვით ნებისმიერ პარტიას,მაგრამ რამე მოითხოვონ სამაგიეროდ გამორიცხულია,ნუ ეხლა ბიუჯეტის ქურდები რომ პოლიტიკაში ცხვირს ვერ შეყოფენ მაგაზე აღარ გავაგრძელებ!
გენდერი დაცული 50/50!
5.ელექტრონული არჩევნები და არჩევნებზე გამოცხადების ვალდებულება!
6. უზრუნველი სიბერე,ყველა გაგებით და აღქმით!
უამრავი რამე შემიძლია კიდე ჩამოვთვალო,რადგან მე თავად ვარ ამ საზოგადოების ნაწილი,გადმოცემით კი არ გამცნობთ,საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ,იდეალური ადგილი და სოციუმი არ არსებობს ეს თავად უნდა შექმნა,მაგრამ ამისათვის საჭიროა თავისუფალი გარემო,სწორედ ეს უკანასკნელია ევროპა,კარგად დაფიქრდით ისინი ვისაც ოჯახის წევრები ევროპა-ამერიკაში გყავთ და იქიდან გარჩენენ,რომ არა ისინი როგორ იცხოვრებდით?!სწორედ ასეთებისგან მიკვირს თორემ ისინი ვისაც ბიუჯეტი საკუთარი ბანკის ანგარიშზე აქვთ მიბმული იბრძოლებენ ბოლომდე!
მე ჯერ ვარ ქართველი და შემდეგ უკვე ევროპის სრულუფლებიანი მოქალაქე საქართველოდან,ამიტომ სწორედაც “შინ
ევროპაში” უნდა დავბრუნდეთ,ჩვენი ისტორიული ადგილი აქაა!!!

Leave a Reply