“კოალიცია თანასწორობისთვის” მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” მიერ “პრაიდ კვირეულის” ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“ასეთი განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ „პრაიდ კვირეულის“ ღონისძიებების დაანონსებას მალევე მოჰყვა კრემლისტური, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის (კონკრეტულად, „ალტ ინფოს“) წარმომადგენლების მუქარა. კერძოდ, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, ალტ ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე ითხოვდა ფინანსების მობილიზებას „პრაიდ ფესტის“ ჩაშლის მიზნით.

ამას გარდა, 1 ივლისს გავრცელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადება. აღნიშნული განცხადების ფარგლებში, საპატრიარქო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ლგბტ კვირეული“ არ უნდა ჩატარდეს დახურულ სივრცეშიც კი მისი „უარყოფითი გავლენებიდან“ გამომდინარე. განცხადება შეიცავს არაერთ ჰომოფობიურ ფორმულირებებას, რამაც შესაძლოა “პრაიდ კვირეულის” ორგანიზატორებსა და მონაწილეებზე ძალადობა წაახალისოს, როგორც ეს წარსულში არაერთხელ ვიხილეთ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი და კონკრეტულად უკანასკნელი თვეები გამოირჩეოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადებების სიმრავლით, მათ შორის, საქართველოს პრემიერ მინისტრმა არაერთი საჯარო გამოსვლისდროს გამოიყენა ისეთი ჰომოფობიური ფორმულირება, როგორიცაა „ლგბტ პროპაგანდა“ და ისაუბრა გარკვეული რეგულაციების საჭიროებაზე აღნიშნულის საპასუხოდ, ასევე, 2023 წლის მაისის თვეში, უნგრეთში, ის სიტყვით გამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის (CPAC) კონფერენციაზე, რა დროსაც, არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობა დაუშვებელია“

Leave a Reply