მარიამ მერაბიშვილი

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ

გადაწყვეტილება 1931 წელს ფლორენციაში, ბუნების დაცვის მომხრეების საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს.

სხვადასხვა ქვეყნის ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმაგანაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველი ცოცხალის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ.

1986 წელს ევროპის საბჭომ ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია მიიღო. ხოლო 1987 წელს – კონვენცია შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ.

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროსა და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.

საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მიერ აღინიშნა.
2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც რეგულარულად აღინიშნება ეს დღე.

Leave a Reply