წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია _ „ივერია“ მეთერთმეტე გალა დაჯილდოებისთვის ემზადება! თუმცა მანამდე მონაწილეების მასალების მიღება ცხადდება.

„მასალების მიღება დასრულდება 2024 წლის 28 იანვარს. მონაწილემ მასალები მხოლოდ პოეზიაში ან პროზაში უნდა გამოაგზავნოს. ორივე – პროზაც და პოეზიაც არ შეიძლება, – პროზა ან პოეზია! პროზის შემთხვევაში ვორდის ფაილში უნდა იყოს არაუმეტეს 21 გვერდისა, 12-იანი შრიფტით. პოეზია კი ასევე შრიფტის ზომა 12, მაქსიმუმ ხუთი გვერდი, ერთ სვეტად. მასალები უნდა იყოს რედაქტირებული და არ უნდა დაირღვეს მითითებული ვადები და პირობები.

პოეზიის შემთხვევაში თუ მასალის გვერდების რაოდენობა შეადგენს სამ გვერდზე ნაკლებს, ჟიურის შეუძლია დაიწუნოს და არ გამიხილოს. ასევე პროზის შემთხვევაში შეუძლია ჟიურის მასალის კონკურსიდან ამოღება თუ მასალები შეადგენს ათ გვერდზე ნაკლებს.

ტრადიცია გრძელდება – ისევ გაიმართება წიგნის ყდის დიზაინის კონკურსიც. წიგნების ყდები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ფოტოების ფორმით. წიგნების ყდები განთავსდება საიტზე www.qelite.info-ზე, სადაც მიღებული დაგროვილი მოწონებების შესაბამისად, ვისაც მეტი მოწონება ექნება, გამარჯვებულიც ის გახდება. დამფუძნებელს აქვს უფლება მხოლოდ ერთ ან ორ ავტორს მისცეს თავისი შეხედულებისამებრ პრემია და ორდენი. წიგნის ყდის ნომინაცია წელს მხოლოდ სამი იქნება: #1 „საუკეთესო დიზაინი“, #2 „კრეატიული დიზაინი“, #3 „ლიტერატურული დიზაინი.

გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: iveriaprize@yahoo.com ან chiaberashvili@gmail.com

Leave a Reply