ტელევიზიის მეილზე წერილი მოვიდა. გვწერს ახალგაზრდა ქალი, რომლის ისტორიაც გავასაჯაროვეთ და დავპირდით, რომ მუდამ მის გვერდით ვიქნებოდით. სწორედ ამიტომ, ქალმა, რომელიც გაექცა ოჯახურ ძალადობას და ქმარ-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად საზღვარგარეთს შეაფარა თავი, დასახმარებლოად ისევ ჩვენ მოგვმართა.

– როცა ჩემი პრობლემა მოგიყევით, კარგად მახსოვს, როგორ ყურადღებით მოეკიდეთ,ჩემს პრობლემას,  ალბათ ფიქრობთ, რომ წავედით ,გავიქეცით და გვეშველა,არა,სულ შიშით ვცხოვრობთ,,თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ ,რამიდენიმე დღის წინ მივიღე მამაჩემის ,მორიგი წერილი მეილზე, სადაც ისევ მემუქრება! მეუბნება, რომ მისი გარემოცვის წყალობით ყველგან მომაგნებს და „ღორივით დამკლავს“, რისი გამკეთებელიც ნამდვილად არიან მამაჩემი და მისი მეგობრები.

თქვენ მაშინ პირობა მომეცით, რომ თვალს მიადევნებდით ჩვენს ამბავს,სწორედ ამიტომ ისევ გავბედე და გთხოვთ კიდევ ერთხელ დამიდგეთ გვერდით. არ მინდა ჩემი ქმარ-შვილის სიცოცხლეს კიდევ საფრთხე ელოდეს! არ მინდა სიკვდილი! ძალიან გთხოვთ, მიშველეთ!“

წერილის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტეთ ელენე ა.-ს დედ-მამა პირადად გვენახა. ჩავედით მარნეულში. ეზოს ჭიშკართან დავიძახეთ, გვინდოდა ჯერ დედა გვენახა-დედა მაინც დედაა და წარმოუდგენელია შვილი არ ენატრებოდეს. ქალი გამოვიდა, რომ გაიგო რა თემაზე ვიყავით მისული, ყვირილი ატეხა, ეზოდან გამოგვყარა და განგვიცხადა, რომ შვილი არ ჰყავს, მკვდარია მისთვის და გაგვაფრთხილა მის ქმარს არც კი დაველაპარაკოთ ამ თემაზე. ჩვენი გაოცება დიდი იყო, რადგან დედა, რომელმაც შვილი შობა და გაზარდა, ასე ზიზღით და აგრესიით ლაპარაკობდა შვილზეც და შვილიშვილზეც.

ქალის ყვირილზე ქმარიც გამოვიდა. უცებ მიხვდა ჟურნალისტები ვიყავით, სადღაც გადარეკა და ხუთ წუთში რამდენიმე მანქანა მოადგა ეზოს.

მაინც ვცადეთ კაცთან დალაპარაკება. საშინლად აგრესიული ფიზიკურ ზეწოლაზეც გამოვიდა, ხელის კვრით ცდილობდა ჩვენს გაყრას.

-არ მინდა ამ თემაზე საუბარი და დატოვეთ ჩემი კუთვნილი ტერიოტირია! მარტო მე არ ვეძებ მაგას, ყველა ეძებს! სადაც ვნახავთ ღორივით დავკლავთ და მის ქმარსაც ზედ დავაკლავთ! იცის მაგან ჩვენ რისი გამკეთებელი ვართ! ოჯახის შემარცხვენელია ეგ! არ მყავს შვილი, მორჩა-გადით აქედან!

-ხელი, ბატონო, ხელი გაწიეთ! შვილიშვილი მაინც არ გემატრებათ?

-ცოდვის შვილია ისიც, არ ვაცოცხლებ არც ერთს, თავი ვერ გამომიყვია გარეთ! გადით აქედან! გადით! მაინც არ ვაცოცხლებ არც ერთს! – ყვირილით გამოგვყავა ეზოდან.

ამ გაწევ-გამოწევაში ელენეს პირველი ქმარიც მოვიდა. აგრესიული იყო ისიც. მიკროფონზე ხელი აგვიკრა, მხოლოდ ერთი დაიღრიალა-გაერთრიეთ! უთხარით სულ მალე ვიპოვი და მას სისხლით წვეთ-წვეთად ვანაზღაურებინებ ყველაფერს, რაც მე აქ თავმოყვარე კაცმა გადავიტანე! მის ახალ ქმარს, იმ კაცუნას ხეზე დავკიდებო. მერე, რომ ნახა მის სიტყვებს ვიზერდით, აგრესიულად მოგვვარდა, ისე რომ არც ველოდით, ხელიდან წაგგვლიჯა ტელეფონო და ჩაწერილი აუდიო წაშალა.

მერე ჭიშკართან მდგარი ადამიანების ბრბოც მოგვიახლოვდა, ძალის გამოყენებით მიგვიყვანეს ჩვენს მანქანასთან. ელენეს მამამ კი ბოლოს ეს გვითხრა

-სადაც არ უნდა მიჩივლოთ, ბევრი ფული მაქვს და ყველგან გამამართლებენ! იმ სატანას კი გადაეცით-მაინც მოვკლავ! და შავებსაც კი არ ჩავიცმევ!

Leave a Reply