ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,

მთავრობა Pfizer/Biontech-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანაზე აქტიურად მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. კომისიამ იმუნიზაციის იმ გეგმაზე უნდა იმუშაოს, რომელსაც ორშაბათს მთავრობას წარუდგენს.

„დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შემოვიტანოთ. ასევე, ამასთან დაკავშირებით, მოხდა საკანონმდებლო ინიცირება. ტექნიკური მზაობა, „ცივი ჯაჭვი“ სრულად შევისწავლეთ და მოხდა ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, დოკუმენტში განხილულია, თუ რა მზაობაა ქვეყანაში. ასევე, მნიშვნელოვანია პერსონალის მზაობა. COVAX-პლატფორმიდან მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს სამინისტრომ უნდა გაგზავნოს საპასუხო წერილი. ჩვენ დეტალურად უნდა ვუპასუხოთ, თუ რამ მზაობაა ქვეყანაში ვაქცინის შემოსატანად. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩვენი დოკუმენტი დააკმაყოფილებთ“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Leave a Reply