ექსპერტი საარჩევნო საკითხებში გიორგი ჭილაშვილი წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

-არჩევნები ჩემთვის  მნიშვნელოვანი საკითხია,  მე როგორც რიგითი მოქალაქე,  აქტიურად ვაკვირდები და ვადევნებ თვალს ცესკოს ახალი ადმინისტრაციის მუშაობას,  აუცილებელია აღინიშნოს, რომ  დღეს სისტემა სრულიად ღია და გამჭვირვალე გახდა, რაც ხაზს უსვამს ადმინისტრაციის ქმედუნარიანობას, ჩვენ საზოგადოებას მოგვეცა საშუალება სხდომების “ლაივში” ყურების და ასევე ძალიან სასიკეთო სიახლეებით გაჯანსაღდა საარჩევნო პროცესი, ამ ყველაფერს იმიტომ  გავუსვი ხაზი, რომ  არ შემეძლო უკომენტაროდ დამეტოვებინა მოქალაქე აკაკი ხუსკივაძის განცხადება, სადაც საუბრობს ადრინდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით გარკვეულ ხარვეზებზე, რომელიც შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის დროს არსებობდა(ხუსკივაძე  ცესკოში 2008 წლიდან მუშაობდა), მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ნამდვილი უაზრობაა! რადგან საკითხი მარტივია – ან ბატონ აკაკის არ აქვს ინფორმაცია თუ რა სიახლეებია საარჩევნო პროცესსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში, ან იცის, მაგრამ მაინც აკეთებს ამ დამაზიანებელ განცხადებას!

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დაცული გახდა, ამიტომ მსგავსი განცხადებები  ხელს უწყობს საზოგადოებაში ცრუ და უარგუმენტო ინფორმაციის გავრცელებას!

ჩვენი ქვეყანა იმდენად მნიშვნელოვან ეტაპზეა, რომ ეს არჩევნები  ნამდვილად არის ახალი ეტაპი და ამისთვის ჩვენ, მოქალაქეებმა უაზროდ  კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ საქმე ვაკეთოთ და ხელი შევუწყოთ   არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას,  არ შეიძლება ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებებით პროცესის დაკნინება, რომელიც უპრეცედენტო გამჭირვალობით  გამოირჩევა!

Leave a Reply