გიორგი ჭილაშვილი
-ტექნიკური დეტალები მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ოქმებთან დაკავშირებით, რომელზეც ფართოდ აპელირებენ და დისბალანსზე საუბრობენ, ასეთი ოქმი იყო მხოლოდ 70 და ამ შემთხვევასაც გამოასწორებს ადმინისტრაცია! ოქმების ნაწილში ეუთო ოდირის შეფასება ასევე პოზიტიური იყო, რადგან 70 არ არის ის მაჩვენებელი, რაც რაიმე თუნდაც მცირე ზეგავლენას მოახდენდა შედეგზე!
ამ საკითხს რომ გავყვეთ საინტერესოა და მინდა მათი პასუხი მოვისმინო, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ორგანიზაცია “აი ფაქტს” რომელსაც უწერია რომ 30-40 პროცენტია ესეთი ოქმები, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია ჩვენც გაგვიზიარონ , რადგან 70 ოქმზე მეტი არ ყოფილა, სადაც რაიმე მცირედი ხარვეზი გამოვლენილიყოს! ეს არის უბრალოდ თემაში ჩაკვეხება, თან მათ გვერდს რომ გადავავლე თვალი, არაფერი საერთო არჩევნებთან არ აქვთ რას ემსახურებით რატომ აკნინებთ ადმინისტრაციას? საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები მაინც წაიკითხეთ ოქმების ნაწილში! 30-40% უბრალოდ ძალიან არარეალურია რაც გიწერიათ! აი ფაქტი არ ვიცი მარა აი სიცრუე ნამდვილად ხართ!
ცესკომ ძალიან კვალიფიციური განმარტება გააკეთა, ოქმებში დისბალანსზე და ამ განცხადებას მაინც გაეცანით!!!
ობიექტურობისთვის ერთი პოზიტიური რამ მაინც გეთქვათ, მითუმეტეს ყველამ საკუთარი თვალით ნახა გარემო ადმინისტრირების ნაწილში, რომელიც ყველა წინა არჩევნებზე ბევრად გაჯანსაღებულია!

Leave a Reply