აქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე – ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულსა და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე, დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“ – აღნიშნულია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

Leave a Reply