წარმატების ფორმულა – ერთი ისტორია

მია გოზალიშვილი

ხათუნა ბაბუხაძე – ქართველი მეწარმე, რომელშიც უკვე 24 წელია  წარმატებით მოღვაწეობს. საქმე, რომელიც  ბავშვობიდან დაიწყო და დღემდე მოყვება. 

-გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენ შესახებ, გვითხარით  რა სახის პროდუქციას აწარმოებთ?

– მე ვარ ხათუნა ბაბუხაძე კახეთიდან, ვცხოვრობ გურჯაანში, სოფელ  მუკუზანში, ვარ მხატვარ-დიზაინერი და

ტექსტილის სპეციალისტი, ვაწარმოებ გობელინის ხალიჩებს და ფარდებს, ასევე ვხატავ. მაქვს ჩემი კომპანია ‘‘ბაბუხანცე,’’  ვმონაწილეობდი პროგრამა ‘’აწარმოე საქართველოში’’ სადაც მივიღე გრანტი და ამის საშუალებით შევიძინე საკერავი ტექნიკა, რის შემდეგაც დავიწყე კერვა. პარალელურ რეჟიმში ვიღებ ტურისტებს, რომლებსაც ვაცნობ ჩემს ნამუშევრებს, კახურ სამზარეულოს,

ჩურჩხელებს და ა.შ. გამოდის, რომ ერთმანეთს სევუთავსე საქმე და გსტრო-ტურიზმი.

-რატომ და როდის გადაწყვიტეთ ამ საქმიანობით დაკავება?

-პირველად, როდესაც სამხატვრო აკადემიაში მივედი ჩემა პედაგოგმა მირჩია ტექსტილის დიზაინერობა, მანამდე არასდროს

მქონია ამ საქმიანობასთან შეხება და სიმართლე რომ გითხრათწარმოდგენაც კი არ მქონდა როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი, დავიწყე 18 წლიდან, უკვე 24 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და დღემდე გასაოცარია ჩემთვის ის პროცესი,რომ საერთოდ არაფრიდან

იქმნება ძალიან ლამაზი დეკორატიული შედევრები.

-გაამართლა ჩანაფიქრმა?

-დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია თამამად ვთქვა რომ ძალიან გაამართლა, პირველ რიგში იქიდან დავიწყებ

რომ სწორედ ამ პროფესიით გამიცნო საზოგადოებამ, შემოსავალსაც არ ვუჩივი, მაგრამ მთავარი მაინც იდეაა, რომელიც წლებია წარმატებით ვითარდება.

-ახალის დაწყება რთულია და რისკებიც არსებობს…

-იმ დროისთვის საკმაოდ პატარა ვიყავი, 18 წლის, სიმართლე რომ გითხრათ არც მიფიქრია ასეთ რამეზე, უბრალოდ ძალიან მიყვარდა ხელოვნება და ჩემთვის ეს სფერო აღმოჩენა იყო. მე რომ იმ დროს რისკებზე მეფიქრა დიდი ალბათობაა იმის რომ საერთოდ არ გამეგრძელებინა სწავლა ამ განხრით, თუმცა ვფიქრობ რომ ნამდვილად სარისკოა, რადგან ნიჭთან ერთად უნდა გქონდეს დიდი ნებისყოფა, რომ იშრომო და რა თქმა უნდა ფინანსები იმისთვის  რომ შეიძინო მასალა, რაც საკმაოდ ძვირია.

როდესაც ავიღე გრანტი მითითებული იყო რომ უნდა დამესაქმებინაორი პირი, თუმცა სამწუხაროდ ამ  საქმით დაკავების სურვილი

არავის არ აქვს, იმის მიუხედავად რომ მაქვს შექმნილი ძალიან კარგი გარემო და ყველანაირი პირობა.

-რა სახის სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?

-მთავარი პრობლემა მაინც ფინანსებია, იმისთვის რომ შეიძინო მასალა და შექმნა ნამუშევარი ამისთვის

საჭიროა კარგი გაყიდვები, მოგეხსენებათ საქართველოში არ არის გაყიდვების ის რაოდენობა რომ ფინანსების გადანაწილება

მარტივი იყოს, შესაძლებელია წელიწადში მხოლოდ ერთი ნამუშევარი გაიყიდოს საკმაოდ კარგ ფასად, თუმცა რთულია ფინანსების გადანაწილება მეორე ნამუშევრის გაყიდვამდე. ასევე მქონდა რთული პერიოდი ჯანმრთელობის მხრივ, ოთხი თვის წინ მივიღე თავის ტვინის ტრავმა, მაგრამ მთლიანობაში ერთი თვეც კი არ ვწოლილვარ იმდენად ვარ ჩემ საქმეზე შეყვარებული, იმის მიუხედავად რომ

ეს პრობლემა დღემდე მაქვს.

-აპირებთ თუ არა თქვენი ნამუშევრების საექსპორტო ბაზარზე გატანას?

-ერთი კვირის წინ შევქმენი ონლაინ მაღაზია, სადაც ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარი შეფასებულია ოცდაათი ათასად, ამ სფეროში გაყიდვები ბევრად მეტია საზღვარგარეთ, საქართველოში არიან ადამიანები ვისაც შეუძლიათ ამ ნამუშევრების შეძენა, თუმცა სამწუხაროდ ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად განვითარებულია.

-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

-ახლა უკვე ორი ოცნება მაქვს და აღარ მერიდება ამის თქმა, მინდა ჩემი პროფესიით გავხდე მილიონერი და  ვოცნებობ ნამდვილ სიყვარულზე.

– წარმატებებს გისურვებთ

-თქვენც და მადლობა რომ დაინტერესდით.

Leave a Reply