ნინი შამათავა

ზუსტად 7 წლის წინ , 2015 წლის 28 აპრილს, საქართველო მსოფლიო დონის საჭადრაკო ასპარეზზე  ქალ-მოჭადრაკეთა ნაკრებმა ასახელა

შეჯიბრებაში, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გაიმართა 31 ქვეყნის 43 გუნდი მონაწილეობდა  . ჩინეთში, ჩენდუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ჩინეთის ნაკრები ანგარიშით 2,5:1,5 დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონობისთვის ქართველ ქალ მოჭადრაკეებს ყაიმიც ყოფნიდათ. სამი პარტია ყაიმით დასრულდა, ხოლო ერთ პარტიაში გამარჯვება გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, მერი არაბიძემ, მოიპოვა.

მონაწილე ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია 17 ქულით, ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ. მეორე ადგილზე რუსეთი, ხოლო მესამეზე ჩინეთის ნაკრები გავიდა.

ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ჩართულ და მსოფლიო საზღვარზე სახელისგამტან ქალბატონებს უნდა იცნობდეს ჩვენი საზოგადოება , რადგან ეს ჩვენი, ყველას წარმატებაა .

ბელა ხოტენაშვილი

ბელა ხოტენაშვილი 1988 წლის 1 ივნისს დაიბადა თელავში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი და შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.           16 – წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი (2004), ევროპის გუნდური პირველობის ვერცხლის პრიზიორი (2009), საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (თავის დაფაზე მცირე ბრინჯაოს მედალი, (2010), მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2011), ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბ “ბათუმის შემადგენლობაში (თავის დაფაზე ბრინჯაოს მედალი, (2017).

საპრიზო ადგილები :

  • მეორე ადგილი – ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2017), (კრეტა, საბერძნეთი);
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2017, (ხანტი-მანსიისკი, რუსეთი);
  • მეორე ადგილი – ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2009, ნოვი სადი, სერბეთი);
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი (2015), (რეიკიავიკი, ისლანდია);
  • პირველი ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2015), (ჩენდუ, ჩინეთი);

მესამე ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2011), (მარდინი, თურქეთი);

  • მესამე ადგილი – ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა (2010, (ხანტი-მანსიისკი, რუსეთი)

ლელა ჯავახიშვილი

დაბ. 23 მარტი, 1984, თელავი— ქართველი მოჭადრაკე. 2003 წელი გახდა საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის, ხოლო 2004 წელს კი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის. 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი და 2010 წლის კი ბრინჯაოს პრიზიორი. 18-წლამდელთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მესამე (1999 წელი) და 20-წლამდელთა ევროპის პირველობის მეორე პრიზიორი (2001 წელი). ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი 2003-2004-2005 წლებში და ორგზის მესამე პრიზიორი 2002-2009 წელს. 2006 წელს გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, 2011 წელს კი ევროპის გუნდური პირველობისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი.

საპრიზო ადგილები :

  • მეორე ადგილი – ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი;
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი;
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011, პორტო-კარასი, საბერძნეთი;
  • მეორე ადგილი – ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2009, ნოვი სადი, სერბეთი;
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი, ისლანდია;
  • პირველი ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი;
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი;
  • მესამე ადგილი – ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი;

მერი არაბიძე :

მერი არაბიძე (დ. 25 თებერვალი, 1994, სამტრედია— ჭადრაკი, ქართველი დიდოსტატი. მას მოგებული აქვს მსოფლიოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, და ევროპის ჭადრაკის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის. მან მიიღო კვალიფიკაცია ქალთა შორის ჭადრაკში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. დაიკავა პირველი ადგილი ქალთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე (2015; ჩენდუ, ჩინეთი).

საპრიზო ადგილები :

  • რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის.

შეჯიბრის პირველ დღეს მონაწილეებმა რაპიდის (15 წუთი+10 წამი პირველივე სვლიდან) სასტარტო ტურები მოილიეს და სასიხარულოა, რომ ქალთა შორის ლიდერის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების წევრი მერი არაბიძე (2416) იმყოფება.

ნინო ბაციაშვილი:

დაიბადა 1987 წლის 1 იანვარს ქალაქ ბათუმში. ექვსი წლიდან მონაწილეობს საჭადრაკო შეჯიბრებებზე საქართველოს მასშტაბით. ასაკობრივ დონეზე მოგებული აქვს რვა მედალი საქართველოს ჩემპიონატებში. 2004 წელს ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაცია ფიდემ მიანიჭა ქალთა საერთაშორისო ოსტატის წოდება. 2008 წელს კი უმაღლესი წოდება ქალთა შორის „ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი“. ამას გარდა შესრულებული აქვს მამაკაცთა საერთაშორისო ოსტატობისთვის აუცილებელი სამივე ბალი, რის შედეგადაც ფიდემ 2013 წელს ოფიციალურად მიანიჭა ნინო ბაციაშვილს მამაკაცთა საერთაშორისო ოსტატის წოდება. 2015 წელს ნინო ბაციაშვილმა მოიგო საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი. ამავე წელს ნინო ბაციაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელსაც დაბა ჩაქვმა უმასპინძლა 15-30 მაისს, სადან 11 დან 9 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ნატალია ჟუკოვას. 2015 წელს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ნაკრების შემადგენლობაში მყოფმა ნინო ბაციაშვილმა, ასევე ბრინჯაოს მედალი აიღო თავის დაფაზე. ნინო ბაციაშვილი საერთაშორისო რეიტინგით (2500) მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა შორის 15-ე ადგილს იკავებს, საქართველოს მასშტაბით კი მე-3 ადგილს.

ნინო ბაციაშვილი არის მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.

საპრიზო ადგილები :

  • მეორე ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2017), (ხანტი-მანსიისკი, რუსეთი);
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2017), (ხანტი-მანსიისკი, რუსეთი);
  • პირველი ადგილი- ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2015), (ჩენდუ, ჩინეთი);
  • მესამე ადგილი- ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი (2015, (რეიკიავიკი, ისლანდია).

სალომე მელია :

დაიბადა 1987 წლის 14 აპრილს ქალაქ ბათუმში. სალომემ ჭადრაკის თამაში ბავშვობაში შეისწავლა. მისი წინაპრებიც მოჭადრაკეები იყვნენ. სალომეს პირველი მწვრთნელი მამამისი — გენადი მელია იყო.მისი ერთ-ერთი პირველი ყველაზი დიდი წარმატება იყო ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის მე-15 ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, სადაც სალომემ 11-დან 8 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სალომე ერთადერთი ქართველი ქალია, რომელმაც მეორე ევროპული მედალი მოიპოვა კლასიკურ ჭადრაკში – 2014 წელს ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.ბრინჯაოს მედლის გარდა მელიას აქტივშია ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და მესამედ შესრულებული საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა ვაჟთა შორის. სალომე მეხუთე ქართველი ქალია ვაჟთა შორის უმაღლესი საერთაშორისო წოდებით. 2015 წელს ჩინეთში გამართულ ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

 

საპრიზო ადგილები :

  • ეორე ადგილი – ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2017, (კრეტა, საბერძნეთი);
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2017), (ხანტი-მანსიისკი, რუსეთი);
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2011), (პორტო-კარასი, საბერძნეთი);
  • პირველი ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2015, (ჩენდუ, ჩინეთი);
  • მესამე ადგილი – ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2011, (მარდინი, თურქეთი);
  • მესამე ადგილი – ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა (2010), (ხანტი-მანსიისკი, რუსეთი)

Leave a Reply