„კამელინის“ ბაზაზე დამზადებულ სანთლების „კამელინ მ4“-ის შექმნას წინ უძღოდა წინაკლინიკური გამოკვლევები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში. „კამელინ მ 4“-ს გააჩნია მრავალმხრივი მოქმედების უნარი რექტალურ-ვაგინალური მოხმარებისთვის. წამლის ეს ფორმა გამოსაყენებლად ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა. „კამელინ მ 4“ გამოიყენება ქალური დაავადებების, ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ორსულებში ანთებითი პროცესების და ბუასილის მკურნალობაში.

3-4 პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გაქრობაში, ორსულები აღარ უჩიოდნენ ბუასილისგან გამოწვეულ სიმპტომებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “კამელინის” სანთლებს არავითარი უკუჩვენება არ გამოუვლენია-გვიამბობს საპატრიარქოს წმინდა ანას და იოაკიმეს სამშობიარო სახლის, ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგე დავით ლანდია, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა „კამელინ მ 4“ -ის (სანთლების) გამოყენება ორსულებში გინეკოლოგიური ანთებითი პროცესების და ბუასილის სამკურნალოდ. სანთლები გამოიცადა 500 ზე მეტ ორსულსა და მელოგინეზე.

დავით ლანდია

-ვაწარმოებდით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ნაცხების მიკროსკოპიულ კვლევას, რომლის საფუძველზეც „კამელინ მ 4“-ის დადებითი მოქმედება ლეიკოციტებზე, ასევე გრამ პლუს და გრამ მინუს ჩხირებზე აშკარა იყო. „კამელინის“ ხსნარით კი ვაწარმოებდით პოსტოპერაციული (გინეკოლოგიური და საკეისრო) ჭრილობების დამუშავებას. აქაც პრეპარატმა გამოავლინა რეგენერაციის მაღალი უნარი, „კამელინმა“ ხელი შეუწყო შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას ყოველგვარი გართულებების გარეშე. “კამელინი მ 4“ ძალზე ეფექტური აღმოჩნდა ორსულებში ბუასილის დროს. მოგეხსენებათ, ბუასილი ორსულებში, განსაკუთრებით უკანასკნელ ტრიმესტრში ძალზე ხშირია, ხოლო ორსულობზე მედიკამენტების მიღება, ჩვეულებრივ, შეზღუდულია. “კამელი მ 4”-მა გამოავლინა არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი, 3-4 პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გაქრობაში, ორსულები აღარ უჩიოდნენ ბუასილისგან გამოწვეულ სიმპტომებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “კამელინის” სანთლებს არავითარი უკუჩვენება არ გამოუვლენია. კვლევაში ჩართულები იყვნენ აგრეთვე მეძუძური დედებიც, რადგან აღნიშნული დაავადება მშობიარობის შემდეგაც ბევრს აწუხებს. კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ “კამელინის” სანთლები ორსულებსა და მელოგინეებში ვაგინალური და პროქტოლოგიური გამოყენებისათვის შესანიშნავია.

“კამელინ მ 4” არის სრულიად უსაფრთხო პრეპარატი ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. მას გააჩია ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს იმუნომოდულაციისა და რეპარაციულ პროცესებს. შესანიშნავი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური და ანტიკანცეროგენული თვისებებით ხასიათდება და სწრაფ შედეგს იძლევა ვაგინალური ინფექციების, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ეროზიების და ანთებითი დაავადებების, პროქტიტების, ბუასილის შემთხვევაში.

„კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა

დარეკეთ: 599 33 10 89; 599 23 03 33;

http://www.camelyn.ge/ info@camelyn.ge

 

Leave a Reply