ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს ნამახვანიჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან და ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების მანძილზე აქვს მომზადებული კომპანიას.