დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ სულ მცირე წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი პირბადეების ტარება დაგვჭირდება, ალბათ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის შედეგი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება. მანამდე კი, ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადის ტარებაა.

„პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე არის ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი. ამაზე არის ძალიან ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება. აქედან გამომდინარე უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა, მარტო კონტროლი ვერაფერს იზამს თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზარდა, რომ დიახ, უნდა შევწუხდეთ ცოტა. მესმის, ყველას გვაწუხებს დღეს პირბადით ჯდომა, მაგრამ ამის გარდა სხვა არაფერი არ არსებობს. ვაქცინა შედეგს მოგვცემს, როცა კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში ანუ რაღაც რაოდენობა ადამიანებს ავცრით, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი, პირბადის ტარება, ალბათ დაგვჭირდება,“- აღნიშნა გამყრელიძემ.

Leave a Reply