საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისო საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს , პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად.

საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები, ხოლო საბჭოს უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობის მეთაური.

განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შეიქმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიონ სხვა უწყებების წარმომადგენლები, ექსპერტები და კერძო სექტორის წამომადგენლები.

საბჭოს მიზანია, 2021 წლის 31 მაისამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა.

დადგენილებას საბჭოს შექმნის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

Leave a Reply