ხმაური იყო დილიდან ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეები დახლების დადგმას და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ.  დახლების დადგმის საშუალება მათ მუნიციპალურმა ინსპექციამ არ მისცა.

ვესმის პანდემიაა, ჩვენც ვიცავთ დისტანციას, ყველაფერს გავაკეთებთ როგორც საჭიროა, მაგრამ ესენი ყველაფერს გვიზღუდავენ, რომ არ ვიმუშაოთ. კი ბატონო არ ვმუშაობთ, მაგრამ თითო გარემოვაჭრეს მისცენ 3 000 ლარი. ჩვენ ვითხოვთ ვაჭრობის უფლებას, იმიტომ, რომ არ გვაქვს არანაირი სხვა საშუალება შვილები რომ ვარჩინოთ-აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე მობილიზებულია მერიის ინსპექციის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

Leave a Reply