ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განიხილავს!
დღეს, 10 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ სამი დღის წინ, 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვა!
ფარისევლებო!
გალში მცხოვრები ეგ 4 ქართველი სწორედ თქვენს უაზრო კანონებს შეეწირა! დიახ სწორედ თქვენს მიერ დაწესებული 5 დღიანი კარანტინის თავის არიდების გამო, ენგურის გადმოცურვა გადაწყვიტეს და მდინარეში დაიხრჩვენ! რამდენიმე კვირის წინ, გალიდან გადმოსული ქალბატონი, რომელიც გულის სამკურნალოდ გადმოვიდა სწორედ კარანტინში გამწესების გამო მოკალით! ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა მრავალი ქართველი, რომლებსაც არაფრით ეხმარებით, მაგ კარანტინით ზარალდება და დროშას კი არ უნდა უშვებდეთ, დადგენილებას უნდა ცვლიდეთ! საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 5-დღიან სავალდებულო კარანტინს, რომელსაც დატოვებენ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში!
ამავე დადგენილებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირები, თუ საზღვარზე წარადგენენ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტს, თავისუფლდებიან კარანტინისგან!!!
როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეებად არ აღიარებს და 5 დღიან კარანტინს უწესებს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი ტესტის წარდგენის შემთხვევაში კარანტინის გარეშე უშვებს ქვეყანაში!
ეს კიდევ ყველაფერი არ არის, თუ საქართველოს ხელისუფლება უცხოელს ქვეყანაში ტესტის წარდგენის შემთხვევაში უშვებს, საქართველოს მოქალაქეს განსხვავებულად ეპყრობა და მასზე დისკრიმინაციას ახდენს! და აი რატომ, ამავე დადგენილებით: უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება ან 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით!!!
გაეცანი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებას (№322)

Leave a Reply