ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისშია. დღეს გაიმართება პირველი ოფიციალური შეხვედრა. შეხვედრებზე ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების პუნქტების აღსრულების საკითხზე იმსჯელებენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლანდსბერგისი საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

შეხვედრები 28-29 აპრილს გაიმართება. გარდა ამისა, ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა და ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

Leave a Reply