ისრაელში 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„კვირას ეროვნული გლოვის დღე გვექნება მერონის მთაზე მომხდარი კატასტროფის გამო. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიაა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში მოხდა“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.