დეკანოზი პეტრე კოლხი (კვარაცხელია) “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გამოვიდეს ყველა და პასუხი აგოს მოკლული ადამიანის წინაშე… ყველამ თქვას, რომ ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს… სად არის ის ხალხი, ადამიანებს რომ უღმერთოდ გაუსწორდნენ და მერე რუსთაველზე “გამარჯვების” ნიშნად “დაისი” იცეკვეს!.. ცეკვა სიკვდილის სახელით!..” – წერს დეკანოზი პეტრე კოლხი.

ცნობისთვის, გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის სურვილის წინააღმდეგ გადაასვენეს.

Leave a Reply