11 დეკემბერს პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად ოპოზიცია პარტიული სიების ანულირების ხელშეკრულებას გააფორმებს. არსებული ინფორმაციით, ღონისძიება რიყეზე გაიმართება, ამის შემდეგ არჩეულმა დეპუტატებმა მანდატებზე უარის შესახებ განცხადებებით პარლამენტს უნდა მიმართონ.

წინასწარ არის ცნობილი რომ ყველა ასეთ მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობა დააკმაყოფილებს.

“ხვალ ხელი მოეწერება 3 მნიშვნელოვან დოკუმენტს. პირველი – ეს პარლამენტი მიჩნეული იქნება არალეგიტიმურად. მეორე – მოხდება სიების ანულირება. მესამე – ის პირები, ვინც პარლამენტის წევრებად იწოდებიან, დაწერენ განცხადებას უფლებამოსილების შესახებ. ეს იქნება სრულფასოვანი ბოიკოტი,” – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიგი გუგავამ.

Leave a Reply