მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე საკანონმდებლო ორგანოს სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მოთხოვნით მიმართავს. მას უნდოდა

წარწერების დატოვება პარლამენტთან, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

“თქვენი ეს დგომა არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო. მე ვარ 7 თვის ფეხმძიმე ქალი და თუ გინდათ მეჭიდავეთ. თქვენი არჩევანია. მე ვახორციელებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე. განათლება კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ამ პარლამენტს ეს არ ადარდებს – მიმართა ანა დოლიძემ ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს.

Leave a Reply