ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს ვიზიტის დაწყების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯერ ზეიმის საფუძველი არ არსებობს.

-„დღის პირველ ნახევარში, ჰანს კლუგეს ვიზიტის ფარგლებში, მოვახერხეთ მხოლოდ მოკლედ გაცნობა იმ შესრულებული ღონისძიებებისა. საუბარი გვქონდა შეზღუდვებთან დაკავშირებითაც, თუმცა, ჯერ არ გვისაუბრია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს შეზღუდვების მოხსნის პერსპექტივა. ამას მეტად დეტალური სამუშაო განრიგი სჭირდება, რომელიც აუცილებლად იქნება დღეს, დღის განმავლობაში. ასევე, შაბათ-კვირა ჩვენთვის, სტუმართან ერთად, სამუშაო დღეები იქნება“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Leave a Reply