ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა. მისი პრესცენტრის ინფორმაციით, ბჟანიას საქმიანი ვიზიტი რუსეთში 11 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

დე-ფაქტო პრეზიდენტი პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა და 2021 წლის გეგმები განიხილა.

“ორ სახელმწიფოს” შორის თანამშრომლობის გეგმები იქნა დასახული.

ბჟანია რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა და მადლობა გადაუხადა კოვიდ 19-თან ბრძოლაში დახმარებისთვის.

Leave a Reply