პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარია განცხადებით, მისთვის  გაუგებარია, თუ რატომ არ იყენებს ოპოზიცია იმ მიღწევებს, რომელიც მათ ამ არჩევნების შედეგად მიიღეს.

“საქართველოს ისტორიაში პირველად 9 პოლიტიკური გაერთიანებაა პარლამენტში და 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს,” – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზად არის, მას შემდეგ, რაც შესაბამისი კანონმდებლობა შეიქმნა, რომ რისკები ბიზნესთან ერთად გაინაწილოს.

„ჩვენ რამდენიმე პროექტი გვაქვს საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის ფარგლებში და ახალი სქემით პირველი მცირე ჰესიც დაფინანსდა. ასეთი პროექტები რა თქმა უნდა, განხორციელდება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, PPP-პროექტები ასე მარტივად განხორციელდება, რადგან ეს მოითხოვს საკმაოდ სერიოზული რისკების აღებას კერძო სექტორის მხრიდანაც და არ ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი კრიზისის პირობებში, მსგავს მსხვილ, ასობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტებში კერძო სექტორი ასე თამამად შემოვა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტები იქნება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Leave a Reply