საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი განმარტავს, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, ვისაც მრიცხველი უყენია გაიზარდა 50 თეთრამდე, ხოლო ვინც სულადობის მიხედვით იხდის დენის ტარიფი მათთვის 4.5 ლარამდე გაიზარდა.

“საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, ვისაც მრიცხველი უყენია იყო 33 თეთრი და გახდა 50 თეთრი. იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, ვისაც არ უყენია მრიცხველი და შესაბამისად იხდიან სულადობის მიხედვით, იყო 3.90 ლარი და გახდა 4.5 ლარი.

ხოლო არასაყოფაცხოვრებო თარიღი 4.4-დან ავიდა 6.5 ლარზე. იმისათვის, რომ კომპანიას გაეგრძელებინა ოპერირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ტარიფების გადახედვა,” – აცხადებს გიორგი ფანგანი.

Leave a Reply