პანდემიიდან გამომდინარე მთელ მსოფლიოში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებული ფორმატით გაიმართება. შეზღუდული კონცერტი იქნება საქართველოშიც. ახალი წლის ღამეს სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდა მუსიკოსები შეასრულებენ, ძველი თაობის მომღერლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის აივნებიდან პირდაპირ ეთერში იმღერებენ. მოქალაქეებს წელს პირველად არ მიეცემათ კონცერტზე დასწრების საშუალება. მსურველებს საახალწლო წარმოდგენის ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ექნებათ.

რაც შეეხებათ რეგიონებს,

ბათუმში წელს ქალაქის მერიამ ყველა ღონისძიება გააუქმა და საახალწლო აქტივობებზე გათვალისწინებული თანხები სოციალური მიმართულებით დახარჯა.

ტრადიცული ღონისძიებები არც ქუთაისში მოეწყობა. აქცენტი ამ შემთხვევაშიც სოციალურ პაკეტებზე გაკეთდა და საახალწლო ნობათი სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს გადაეცათ.

გამონაკლისი არც კახეთი იქნება, საახალწლოდ გამოყოფილი თანხა სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას მოხმარდება. განსხვავებულად ხვდება ახალ წელს ზუგდიდიც. მერი ადგილობრივებს მოუწოდებს, ახალი წელი ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნონ.

Leave a Reply