თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

“მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს. მარტივად ეს ამბავი არ ხდება. რაც შეეხება კანდიდატ ვაქცინებს, დღეს ჩვენ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას განვიხილავთ, ესენია – “ფაიზერის,” “მოდერნა” და “ასტრაზენეკა“. ეს არის ყველა ის ვაქცინა, რომელმაც მიიღო FDI-ს და ევროპის მარეგულირებლების ავტორიზაცია. მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია მოხდება მომდევნო კვირის ბოლომდე და ყველა ის ეტაპი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებად, უკვე განხორციელდება გეგმის შესაბამისად.

ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფებიც განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ხანდაზმული ასაკი, როგორც მოგეხსენებათ არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი, პირველი პრიორიტეტი არიან სწორედ ხანდაზმულები და შემდეგ ამას მოყვება სხვა ასაკობრივი ჯგუფები,”

Leave a Reply