„პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა- ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ავთანდილ ენუქიძემ ახალი პარტია “„ევროპელი სოციალისტები” დააარსეს.

პარტიის თავმჯდომარედ ყრილობაზე ფრიდონ ინჯია აირჩიეს.

„ჩვენი პარტიის მიზანი, პირველ რიგში, იქნება მოსახლეობის ინტერესების დაცვა, ქვეყნის ტერიტორიის აღდგენა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მშენებლობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა, სოციალურ ეკონომოკური პრობლემების გადაჭრა, საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების მხარდაჭერა და მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა”, – განაცხადა ყრილობაზე ინჯიამ.

Leave a Reply