ხმაური იყო ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან გაშლილ “მოძრავ კარავთან”. აქციის მონაწილეებმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს, შემდეგ კი ადმინისტრაციულ შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დაპირისპირების დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა.

ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეკრებილები ღამის კარავში გათევას აპირებენ.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდდში არასამთავრობოებმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით კარავი გაშალეს.

“მოძრავი კარავი” ზუგდიდის შემდეგ სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება

Leave a Reply