გულიკო ზუმბაძის ახალი ინიციატივა
📌გულიკო ზუმბაძე:
“ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი👇
– მუდმივად ვლაპარაკობთ გენდერულ თანასწორობაზე და ძალიან ცოტა კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიების მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიებში, კანონით გათვალისწინებული გენდერული ბალანსის თანაფარდობა, ნაცვლად 4/1- ისა, უნდა შეიცვალოს 3/1 -ით და 2028 წლის არჩევნებში სრულ თანასწორობას მივაღწიოთ.
როგორც ოჯახი, სახელმწიფოს მინი მოდელი, ქალისა და კაცის ერთობლივ თანასწორ და შეთანხმებულ გადაწყვეტილებებით იმართება, ასევე უნდა იყოს წარმომადგენლობითსა და აღმასრულებელ სტრუქტუებში. მხოლოდ ასე მივიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას და მხოლოდ ასე წავალთ განვითარებისაკენ.

Leave a Reply