თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების გახსნა და ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება. ინფორმაცის ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე ესმიანება:

-ბიზნესი გახსნეს, მაგრამ ტრანსპორტი ისევ დაკეტილია. ეს იმას ჰგავს ადამიანს მანქანა აჩუქო საბურავების გარეშე

ყველა მოუთმენლად ელოდა როდის გაიხსნებოდა ეკონომიკა, რომ ადამიანებს თავიანთი თავებისთვის ეზრუნათ. ეკონომიკა  იხსნება მაგრამ ტრანსპორტი ისე გაჩერებულია. ამას რა აზრი აქვს? ვის ვატყუებთ ამით? ის ასიათასობით დასაქმებული ადამიანი, რომელიც ქვეყანაში გვყავს როგორ უნდა მივიდეს სამსახურში? ყველა კომპანია ამას როგორ უზრუნველყოფს? სხვა რომ ყველაფერს თავი გავანებოთ, ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში მოთხოვნა ამა თუ იმ სერვისსა და საქონელზე ისევ დაბალი იქნება. ანუ გავხსენით ეკონომიკა მაგრამ სარგებელი ისევ ნულია.

ამ მძიმე ფასს ყველანი ერთად გადავიხდით უკიდურესი სიღარიბითა და გაჭირვებით. არავის აქვს უფლება ადამიანს აუკრძალოს თავის გადარჩენა. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, მწარე გაკვეთილებიდან ვერაფერს ვერ ვსწავლობთ!!!!

ამავე თემაზე

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების გახსნა და ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება

Leave a Reply