კახაბერ ჭიჭინაძე

მთავრობის მიერ ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯების მხილების და კრიტიკის გამო ხშირად მსაყვედურობენ და მთხოვენ ის დავწერო თუ რა უნდა გაკეთდეს ან როგორ მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა.
მაქვს ერთი ნახევარ მილიარდ დოლარიანი პროექტი, რომელიც ელექტრო ენერგიის დღევანდელი წლიური მოხმარების შესაბამისად, საბოლოოდ მოაგვარებს ჩვენს ენერგოპრობლემას.
ვიღაც იტყვის ნახევარი მილიარდი რა ამბავიაო?! და აქვე გავახსენებ რომ 32 მილიარდი დოლარი ისე გაქრა არაფერი სასიკეთო შერჩენია არც ქვეყანას და არც მის მოსახლეობას, გარდა მისი გადახდის ვალდებულებისა!
ამიტომ სანამ შემდეგი ვალად აღებული მილიარდები კიდევ გამქრალა უკვალოდ
მოვითხოვოთ ამ თანხებით კონკრეტული
თვალსაჩინო პროექტების დაფინანსება , რომლებიც არამარტო შერჩება ქვეყანას, არამედ ხალხს შეუმსუბუქებს ყოფას.
ეხლა ჩამოვთვალოთ რას მოგვიტანს ეს პროექტი განხორციელების შემთხვევაში.
1. შეგვივსებს ენერგო დეფიციტს.
2. არ გავა ქვეყნიდან ვალიუტა დენის შესაძენად.
3. არ გახდება საჭირო ჰესების მშენებლობა.
4. პროექტში ჩაბმული მოსახლეობა (აბონენტი) მიიღებს ელ-ენერგიას 10 თეთრად
5. არ გახდება საჭირო ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობა. (ახალი ჰესებისაგან განახვავებით)
6. მთავარი ენერგო სისტემის ავარიის შემთხვევაში არ მოხდება დენის მასიური გამორჩვა.
7. დენის ფიჭური სისტემა მოიტანს ლოკალურ ენერგო დამოუკიდებლობას.
8. პოლიტიკურად- ხელისუფლება დაიწერს ქულებს
9. პროექტში ჩართული აბონენტი ხდება მეწარმე და უჩნდება შემოსავალი
და მეათე ეს პროექტი იძლევა საშუალებას, რომელიც ძალიან უყვარს ჩინოვნიკებს, რომლის გარეშე არცერთ პროექტს არ ხორციელდება ( და ჰესების ასეთი თავგამოდებით დაჯინებით მშენებლობა ამის დასტურია) თეთრი კილოვათ ენერგიაზე წილები,
ჩინოვნიკების კრიმინალურ მადის დაკმაყოფილებაც კი შეუძლია ამ პროექტს ისე რომ თან ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე გაკეთდეს და არ ჩაძიროს არ გადასახლოს არ ააფეთქოს ნასახლარები!

Leave a Reply