ბიბისის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორსულებს Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას მონაცემთა ნაკლებობის გამო არ ურჩევს.

ექსპერტები ორსულებს ურჩევენ, თავი აარიდონ Moderna-ს ვაქცინის მიღებას, თუ ისინი არ არიან ჯანდაცვის მუშაკები იმ დაწესებულებებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ ან თუ მათ ისეთი სამედიცინო მდგომარეობა აქვთ, რაც კორონავირუსით სიკვდილიანობის საფრთხეს შეიცავს.

„არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ორსულობასთან დაკავშირებით პრობლემა შეიძლება იყოს. უბრალოდ ვაცხადებთ, რომ ამჟამად მონაცემები არ არსებობს.

ვაქცინის გამოყენება ორსულ ქალებში ამჟამად რეკომენდებული არ არის, თუ ისინი ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არ არიან“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დირექტორმა, კეიტ ობრაიენმა.

წყარო

https://nypost.com/2021/01/26/pregnant-women-should-avoid-moderna-covid-19-vaccine-who/

 

Leave a Reply