ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას და ბაზრობების დაუყონებლივ გახსნას ითხოვენ.

აქ შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ტრანსპორტის გაჩერებამ მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია. ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში კი ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ხელისუფლებამ ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაწირა.

მათივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა ამუშავდეს ტრანსპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზრობის გახსნას აზრი არ აქვს და ვერ იმუშავებენ.

Leave a Reply