მოქმედი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ნეგატიური PCR-ტესტით და ამ შემთხვევაში, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან ან, თუ ნეგატიური PCR-ტესტი არ აქვთ, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან.

1 თებერვლიდან კი საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR-ტესტით და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ.მ შემთხვევაში, ისინი თავისუფლდებიან თვითიზოლაციიდან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საქართველოში შემოსვლისას, ნეგატიური PCR-ტესტი არ ექნებათ, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება. ამ ნაწილში, ჩვენ ევროპის სტანდარტებს მივყვებით“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply