შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1-ლი თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება გახსნის პროცესს.

„მოლოდინი გვაქვს, რომ 1-ლი თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება პროცესს. ასევე 21 ბაზარია დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათ 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, რომ თანამშრომლები დაარეგისტრირონ და გატესტონ. საცალო-საბითუმო ტიპის 24 ობიექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან 3 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ასევე სკოლების რეგისტრაციაა დაწყებული“ – განაცხადა ფერაძემ.

ახალ პორტალზე, labour.moh.gov.ge ჯამში დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი.

Leave a Reply