გიორგი ქსოვრელი

სტაჟიორი

გადავწყვიტე ხალხისთვის საყვარელ და პიროვნულად  ძალიან კარგ ადამიანთან, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ბაჩუკი დოღონაძესთან ჩამეწერა ინტერვიუ.

-როგორი გრძნობაა როდესაც ხარ მსახიობი და ამით სიამოვნება მოგაქვს ხალხისთვის  პროფესიონალური თამაშით?

-ჩემთვის სასწაული სიამოვნებაა…

ცოტა ავნერვიულდი, რა მოკლედ მიპსუხა-მეთქი და მაშინვე მეორე კითხვაზე გადავედი.

-ვინ იყო თქვენთვის ინსპირაციის წყარო, ვინც დაგაინტერესათ  სამსახიობო ხელოვნებით?

-განგებამ, მშობლებმა, ინსტიტუტმა, თეატრმა და ალბათ ჩემმა თავმაც.

-თქვენთვის საუკეთესო როლი რომელია, რაც მიგიღიათ თეატრში და არის თუ არა ისეთი პერსონაჟი, რომელსაც ისურვებთით განგესახიერებინათ?

-ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ყველა როლი საუკეთესოა, რაც კი  მიმიღია, ბავშვივით მიხარია დღემდე, დასაწყისიდან დღემდე და ალბათ ასეც იქნება სულ. ასე გამორჩეული არ მაქვს, ყველაფერს სიხარულით ვხვდები.

-იყო თუ არა კინო გადამტეხი მომენტი თქვენს ცხოვრებაში , უფრო კონკრეტულად კი „ტიფლისი“-

-ალბათ კი, ყველაფერი წინაა და ამით არ სრულდება, ხალხისგან ვგრძნობ სითბოს, ამიტომ შესრულებული როლიდან გამომდინარე მოახდინა გავლენა.

-როგორია ბაჩუკი დოღონაძის ერთი რუტინული დღე პანდემიის პირობებში?

-რუტინა არ მიყვარს, მაგრამ ვებრძვი, ნათქცამია დეპრესიას გაუღიმე და გაიქცევაო, ამიტომ ჩემთან ვერ ჩერდება, ვკითხულობ ან ფილმებს ვუყურებ, მიყვარს მეგობრებთან ლუდის დალევა ფეხბურთთან ერთად.

-რას ეტყოდი საკუთარ თავს თინეიჯერობის ასაკში დღევანდელობიდან გამომდინარე?

-რას ვეტყოდი და ჯანმრთელად, სწორად იცხოვროს, სწორი აზროვნებით აირჩიოს საქმე, უყვარდეს სამშობლო, ოჯახი და არ უნდა გაბოროტდეს არასდროს, არც უნდა შეშურდეს არავისი…

-დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, იმედია მალე დადგება ის დრო, როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

 

Leave a Reply