თამთა ჯოჯუა

სტაჟიორი

ტელეკომპანია ახალის გადაცემა თემაში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა   დავით ქაცარავამ ოკუპაცაზე ისაუბრა .

-ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი . დღეს სამოქალაქო  აქტივიზმს აქვს უდიდესი როლი   ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მზაობას მთავრობის მხრიდან  გადაიგას  ნაბიჯები , სიტუაცია წაიყვანოს განმუხტვისკენ  და მოუსმინოს საზოგადოებას. ხელისუფლების  არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელიც მთელი 9 წელია ყვავს , არის სრული ფიასკო .
ჩვენს ხელისუფლებას ოკუპაციაზე და ბორდერიციაზე ხედვა და სტრატეგია არ გააჩნია .მცოცავი ოკუპაცია, ტერმინი რომელიც ასე არ მოსწონს ხელისუფლებას და გვეუბნება, რომ არანაირი მცოცავი ოკუპაცია არ არის!

ჩვენ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შესაბამის ზომებს მიმართონ . ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ხშირად ამ თემაზე .რატომღაც ამ ბოლო დროს ვსაუბრობთ მხოლოდ ზაზა გახელაძეზე  , თუმცა უნდა აღვნიშნოთ, ჩვენ ვიბრძვით არა მარტო ზაზა გახელაძეზე,  არამედ გენადი ბესტაევზე , ეს ადამიანი ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებიდან  2 კვირაში გაიტაცეს, მიუსაჯეს ორი წელი . ლაშა ხეთერელზე, რომლიც გაიტაცეს 7 თვის წინ . ირაკლი ბებუა, რომელსაც 9 წელი  მიუსაჯეს . ხელისუფლება სამწუხაროდ არაფერს არ აკეთებს და თუ რამეს აკეთებს აკეთებს მხოლოდ იმას, რომ  „ჩააცხროს“ ეს მღელვარება , ინფორმაცია დამალოს გატაცებულებზე, ასევე საპროტესტო მუხტი ჩააცხროს . ხელისუფლებას არანაირად არ აწყობს რუსეთის გაღიზიანება. ხშირ შემთხევაში გატაცებული ადამიანის ოჯახებში ძალოვანი სტრუქტურის წარმოამდგენლებს გზავნიან, რათა დააშინონ ისინი და ოჯახმა დამალოს ფაქტი.

ქაცარავას განცხადებით, დღეს საზოგადოებაში დიდი ნიჰილიზმია, თუმცა მოვიდა დრო, რომ „გაიღვიძოს“ ხალხმა, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

Leave a Reply