ნოვოსიბირსკში, პროგრამისტმა (ანტიკოლექტორის ავტორი)  ევგენი პიატკოვსკიმ გახსნა პირველი საბავშვო ბაღი დიდებისთვის.

-„ძალიან ხშირად უფროსები ცდილობენ თუნდაც ერთი დღე განიტვირთნ, ხან სპა-სალონში დადიან, ხან ფსიგოლოგთან, ხან საღამოებზე, მაგრამ ვერსად პოულობენ იმას, რაც ნამდვილად სჭირდებათ. სწორედ ამიტომ დავაარსე საბავშვო ბაღი უფროსებისთვის.

ჯგუფში 10 ადამიანია. მათთან მუშაობს პედაგოგი. აქ პლასტელინისგანაც ძერწავენ, მღერიან, ამბობენ ლექსებს, ცეკვავენ. აქვთ ყველანაირი საბავშვო გასართობი…საჭმელი ზუსტად ისაა, რასაც ბავშვობაში ბაღში მიირთმევდნენ-მანის ფაფა, ორცხობილა, კაკაო.

დაინტერესება ძალიან დიდია, ჩვენ აქ უზრუნველ და ბედნიერ ბავშვობაში ვბრუნდებით“.

ბაღში ერთი დღე 3 ათასი რუბლი ღირს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი მსურველი 28-40 წლის მამაკაცები და 23-30 წლის ქალბატონები აღმოჩნდნენ.

Leave a Reply