ნიკა მელიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღსრულების დროებით შეჩერებას მმართველი გუნდი დადებითად აფასებს. მათი განცხადებით, ეს მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება.

“თეორიულად დღესაც შესაძლებელია აღსრულების განხორციელება, მაგრამ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, იმ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე რომელიც საქართველოში ვითარდება, იმის გამო რომ პრემიერ-მინისტრი გადადგა, ასევე იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ამ კუთხით არსებობს, რა თქმა უნდა შსს-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,” – აცხადებს  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი

Leave a Reply