“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში, კონსტიტუციური წესრიგი უნდა დამყარდეს.

-როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განხადებები, ნამდვილად არ იმყოფება დღეს ხელისუფლება იმ პოზიციაში, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს. 

რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ამაზე მინდა ვთქვა, რომ თავად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან და ზოგადად კანონის ფარგლებიდან. ეს კანონი მათთვის არ მოქმედებს და ამ დორის განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ იმ უსამართლობის რომელიც გამეფებულა ქვეყანაში” – განაცხადა უდუმაშილმა.

უდუმაშვილის თქმით, ღარიბაშვილი ნიკა მელიას ვერ დაიჭერს და თუ მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, ამას საერთაშორისო პარტნიორებისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვება.

Leave a Reply