მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს მასობრივი კიბერშეტევა როგორც „ქართული ოცნების“ ვებგვერდებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც ნეობოლშევიკებმა ვერ მოახერხეს.

„საბოლოო ჯამში, შეიძლება ვთქვა, რომ მათ ვერ გაბედეს წინააღმედგობის გაწევა კანონისა და სახელმწიფოს მიმართ. ეს ვინც ასე გააკეთა, სწორი საქციელია. ვინაიდან ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. რაც შეეხება კიბერშეტევას, მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები შეეცდებიან, უმოკლეს პეროოოდში გამოიძიონ, ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას, რომელიც უკვე ფაქტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევის განხორციელებაზე საუბრობს თავად უწყება.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Leave a Reply